
პირველი ლედი ჭიათურას აქტიურდ ეხმარება - კვირის ქრონიკა
პირველი ლედის, სანდრა რულოვსის საქველმოქმედო ორგანიზაცია “soco” ჭიათურელებს კვლავ აქტიურად ეხმარება. პარასკევს პრეზიდენტის მეუღლემ ოთხას სოციალურად ყველაზე გაჭირვებულ ოჯახს ჰუმანიტარული ტვირთი პირადად ჩაუტანა. სასურსათი პაკეტში ოცდახუთი კილოგრამი პურის ფქვილი, ორი ლიტრი ზეთი და ორი კილოგრამი შაქარი შედის. იმ დღესვე პირველი ლედის ინიციატივით ჭიათურას თბილისიდან კვალიფიციური ექიმთა ჯგუფი ეწვია, რომლებიც ორი დღის მანძილზე მოსახლეობას უფასო ექოსკოპიურ და სხვა სახის გამოკვლევებს უტარებდნენ.
მალხაზ ჯაჯანიძე